Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: კირკიტაძეს თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება

19 დეკემბერი, 2018 19:04

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით კირკიტაძეს თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება - ამის შესახებ კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა „რუსთავი 2-თან" საუბარში განაცხადა. 

მისი თქმით, კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და ხვალ მოსამართლეს შესთავაზებენ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენონ, ხოლო თუკი ამას მოსამართლე არ დათანხმდება, მაშინ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ. 

რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ, ადვოკატი ამბობს, რომ ეს სამართლის მოთხოვნებს არ შეესაბამება, რადგან არ არსებობს მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები.

კირკიტაძის სასამართლო პროცესი ხვალ 10:30 საათზე გურჯაანში გაიმართება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^