აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
წერილში ნათქვამია, რომ აშშ სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში.
„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში. მოუთმენლად მოველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას რიგ საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე თანამშრომლობაზე. ჩვენ გვახსოვს და მადლობელი ვართ ავღანეთში ნატო-ის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო. საუკეთესო სურვილებით, თქვენ და ქართველ ხალხს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.