დღეს გურჯაანის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. სასამართლოს შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. სამართალდამცავების ცოცხალი კედლის წინა ხაზზე კი პოლიციელი ქალები დგანან. აქციის მონაწილეებმა მათ ყვავილები მიართვეს.
ფოტო: თინა ბოკუჩავა