Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აბა, ქალს თუ დაეჭიდები?" - წინა ხაზზე ქალი პოლიციელების დაყენება სექსისტურია - პატარაია

20 დეკემბერი, 2018 12:43

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია გურჯაანის სასამართლოსთან წინა ხაზზე ქალი პოლიციელების დაყენებას სექსისტურს უწოდებს. 

„აბა, ქალს თუ დაეჭიდები?" - შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, თავისთავში არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური“, - წერს Facebook-ზე ბაია პატარაია. 

მისი თქმით, შერეული რომ ყოფილიყო კორდონი, არ გამოეხმაურებოდა ამ ამბავს.

„ახლა დავაკვირდი და თურმე მარტო ქალები აყენია წინა ხაზზე. იმას არ ვიტყვი, ქალს რატომ აძლევთ ასეთ დავალებას-თქო, ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის კორდონი. მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ „ცოცხალ ფარში", ეს უკვე პერფომანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს, გახარია რომ პერფომანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით - ძალიან არ მომწონს!!! არც რეპრესიების სუნი მომწონს და არც შსს-ს კუნთების თამაში.

თუ კარვების აქციის დროს ვამბობდი, რომ პოლიციელის მხოლოდ კანონიერ მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ, ახლაც ამას ვამბობ. ინაგურაციის დღეს გზების გადაკეტვა ხალხისთვის არ იყო კანონიერი! ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ პოლიციელებს არ მისცენ უკანონო ბრძანებები და არ შექმნან ხელოვნური დაძაბულობა.

ისევ ქალების კორდონს რომ დავუბრუნდეთ, აი, ეს - „აბა, ქალს თუ დაეჭიდები?" - შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, თავის თავში არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური. ძალიან უშნოდ გვეხუმრება შსს მინისტრი. პ.ს. შერეული რომ ყოფილიყო კორდონი, როგორიც თავდაპირველად მეგონა, არც კი გამოვეხმაურებოდი ამ ამბავს“, - წერს პატარაია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^