Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

120 000 ლარი კულტურის პალატას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან - რას მოხმარდა თანხა

20 დეკემბერი, 2018 22:31

საქართველოს კულტურის პალატას, რომლის პრეზიდენტიც დავით ოქიტაშვილია, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს 120 000 ლარი გამოუყვეს, ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, პალატას თანხა „შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით" მისცეს. მთავრობის შესაბამისი განკარგულება 2018 წლის მარტშია გამოცემული.

კულტურის პალატისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს მიღებული 120 000 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით) წარმოადგენს 5 ადამიანის შრომის ანაზღაურებას.

პალატის აღმასრულებელი დირექტორის ფატი დავითულიანის განმარტებით, აღნიშნული თანხა თვეების მიხედვით თანაბრადაა განაწილებული. კერძოდ, ყოველთვიურად გამოდის 8 000 ლარი, რაც 5 ადამიანის ხელფასს ხმარდება (საშუალოდ 1 600 ლარი). მისი თქმით, სხვადასხვა პროექტისთვის დაქირავებული თანამშრომლების ხელფასები კერძო პროექტებიდან იფარება. 

მათი განმარტებით, შრომის ანაზღაურების გარდა, ყველა დანარჩენი ხარჯი, რომელიც აუცილებელია საქართველოს კულტურის პალატის ფუნქციონირებისთვის (საოფისე, საკანცელარიო, კომუნალური, სატრანსპორტო, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სამივლინებო) ხორციელდება სხვადასხვა პროექტიდან და კერძო ორგანიზაციების სასპონსორო შენატანებიდან, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კულტურის პალატის პარტნიორებსა და მხარდამჭერებს.

2018 წელს, კულტურის პალატის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შორისაა: „თემურ თათარაშვილი - 35 წელი სცენაზე“ - საიუბილეო საღამოს ორგანიზება და ჩატარება; მანანა თოდაძის შემოქმედებითი საღამოს ორგანიზება და ჩატარება; „თბილისი არის ურთიერთობა“ - გიო ხუციშვილის შემოქმედებითი საღამოს ორგანიზება და ჩატარება; საქართველოში პირველი ფესტივალი „ჭაჭა“ თელავში - ორგანიზება და ჩატარება  და ა.შ.

„რა თანხებს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საქართველოს კულტურის პალატა", - „სტუდია მონიტორმა" კულტურის პალატის ხარჯების შესახებ სიუჟეტი 2017 წელს მოამზადა. 

 ა(ა)იპ საქართველოს კულტურის პალატა 2013 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დააფუძნა.

როგორც კულტურის პალატის წესდებაში ვკითხულობთ, საზოგადოების ქონება ფორმირდება: დამფუძნებლის მიერ გამოყოფილი ფინანსური და მატერიალური რესურსებით, გრანტებით და შემოწირულობებით, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებით, საზოგადოების საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული მატერიალური ფასეულობებით და ა.შ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული კორპორაცია, რომელიც აერთიანებს მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი. სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის 1 000 000 ლარია გათვალისწინებული, 2019 წლის ბიუჯეტში კი 1 180 000 ლარი;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^