„ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე -ანანიაშვილისგან“,- ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, ანანიაშვილის ოჯახის წევრი გამოდის ქვეყნის დამხობის მოთხოვნით, რის გამოც არ შეიძლება ანანიაშვილი ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდეს.
„ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს“,- აცხადებს დავით ოქიტაშვილი.