განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების შესახებ პირველად საუბრობს.
„ჩვენი მხრიდან თუ რაღაც ისეთი გამოვლენილი იქნა, ყველანაირი პასუხისმგებლობა, როგორც ნებისმიერი თანამშრომელი, ისევე მეც ვარ პასუხისმგებელი ასეთის არსებობის შემთხვევაში, თავისთავად როგორც მინისტრმაც, ყველანაირი პასუხისმგებლობა ავიღო. ასევე, შემიძლია გითხრათ, არამარტო იურიდიულის შემთხვევაში, თუნდაც მორალური პასუხისმგებლობა აღმოჩნდეს, ნებისმიერი ადამიანი მზად ვართ, რომ ესეთ შემთხვევაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღოთ,“ - განაცხადა მინისტრმა.
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა.
ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა.