Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გადმოდი ქალების მხარეს!“ - პრეზიდენტის რეზიდენციასთან „ქალთა მოძრაობა“ აქციას გამართავს

21 დეკემბერი, 2018 14:55

„ქალთა მოძრაობა“ შაბათს, 22 დეკემბერს საზოგადოებას ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან შეკრებისკენ მოუწოდებს, „რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ პრეზიდენტს“. 

მოძრაობა მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას მის მიერ დანიშნული საპრლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, რადგან „გაბუნია საკუთარი განცხადებებით სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას ახდენდა და შანტაჟად მოიხსენიებდა ქალთა ბრძოლას უფლებებისთვის“

„კერძოდ, ის [დიმიტრი გაბუნია] აცხადებდა: "ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია“ 

„ქალთა მოძრაობა“ აცხადებს, რომ ის, რაც დიმიტრი გაბუნიას პირად კომუნიკაციად და ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია, სექსუალური შევიწროებად შეფასდა სახალხო დამცველის მიერ სამ საქმეში დევდარიანის წინააღმდეგ.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანი არ უნდა იკავებდეს მაღალ თანამდებობას“, -წერია განცხადებაში. 

„ქალთა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო პერიოდშიც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი საჯარო დებატზე საპრეზიდენტო კანდიდატთან კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა მოძრაობის განცხადებით, უშედეგო აღმოჩნდა.

„ჩვენ კვლავ მოვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას და მოვუწოდებთ მას: „გადმოდი ქალების მხარეს!“ 

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები რეზიდენციასთან გამართავენ პერფორმანსს წითელი ლენტით, „რადგან #metoo-ს ერაში სწორედ სექსუალური შევიწროების პრობლემაზე გადის წითელი ხაზი. აქციაზე გვექნება გულსამაგრი წარწერით #მეც, რომელსაც წითელ ლენტთან ერთად დავტოვებთ კანცელარიაში პრეზიდენტისთვის გადასაცემად“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^