„უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას მოახდენს“, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.
მისივე თქმით, ასევე, უახლოეს პერიოდში უწყება წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც გამომძიებელსა და პროკურორს შორის პირდაპირი უფლება-მოვალეობის უფრო მკაფიოდ გამიჯვნას შეუწყობს ხელს.