Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია ხორავას საქმეზე: ვადასტურებ, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა

21 დეკემბერი, 2018 17:08

შინაგან საქმეთა მინისტრი,  გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.  შეკითხვები შეეხებოდა ხორავას საქმესაც. აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის გამოსვლას ზაზა სარალიძეც ესწრება. 

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ხორავას საქმე არის მისთვის, შსს-სა და მთელი საქართველოსთვის უმძიმესი თემა. 

„ხორავას საქმე, ეს არის უმძიმესი თემა, არა მხოლოდ ჩემთვის და შსს-სთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ამაზე ვრცლად მოგვიწევს საუბარი და არ არის მარტივი. არავის არ ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მაგრამ თუ დავადგინეთ და დავიწყეთ ამ პასუხისმგებლობის პერსონალიზება, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდებით“,-განაცხადა გახარიამ. 

მისი თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იყო თუ არა რამე გადაცდომა. მან აღნიშნა, რომ  კომისიამ შედეგს ვერ მიაღწია და ეს იყო პოლიტიკური სპეკულირება. 

„კომისიას ჰქონდა პირდაპირი მანდატი, ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები ამ საქმის გამოძიებაში. რაც, ობიექტურად რომ ვთქვა, კომისიამ ვერ დაადგინა. სამწუხაროდ, ამბსოლუტურად გაუმართლებლად კომისიამ დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც კომისიამ დაადგინა და იქნება ახლად გამოვლენილი, რომელიც არ იყო ან ერთი გამოძიების ფარგლებში, ან მეორე გამოძიების ფარგლებში“, - განაცხადა გახარიამ. 

მისი თქმით, ის ადასტურებს, რომ  გამოძიების ფარგლებში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები,  არ ჩატარდა, კომისიას კი უნდა დაედგინა, რატომ არ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედებები. გახარია მისივე თქმით, სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც მოხდა. 

„დიახ ვადასტურებ, რომ გამოძიების ფარგლებში, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული“, - თქვა გახარიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^