Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქი ქართული ღორის ჯიშების მომშენებელი კომპანიის ხელმძღვანლებს შეხვდა და დალოცა

21 დეკემბერი, 2018 19:32

20 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა.

აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა. პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობენ.

,,ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით და საუკეთესო გემოვანი თვისებებით“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა,  ლუის სანზ კასადომ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვასილ ბაბლუანმა აღნიშნა, ,,ეს პროექტი იქმნება ქართველი ფერმერების ჩართულობით, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერით აუშენდებათ ფერმები, რათა რაც შეიძლება მეტი ღორის მოშენება შეძლონ. შემდეგ კი მათგან გარანტირებულად მოხდება ღორების შეძენა”. მისივე თქმით, მათ რაჭაში უკვე ააშენეს სანაშენე ფერმა და 500 ქართული ღორი ჰყავთ; სამომავლოდ საქართველოს 9 რეგიონში იგეგმება ფერმების აშენება.

პატრიარქმა დალოცა სტუმრები, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ბევრი ქართველი ჩაერთვება პროექტში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^