Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანდრო ბარამიძე „თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა

24 დეკემბერი, 2018 12:48

თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე „თავისუფალი დემოკრატების" წევრი გახდა. ამის შესახებ განცხადებას პარტია „თავისუფალი დემოკრატები" ავრცელებს. 

„უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სიღრმისეულად მცოდნე და ჭეშმარიტი დამცველი" - ასე აფასებენ „თავისუფალი დემოკრატები" ბარამიძეს და აღნიშნავენ, რომ მასთან ღირებულებითი თავსებადობა და ბიოგრაფიული მსგავსება აერთიანებთ. 

„ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და „თავისუფალმა დემოკრატებმა“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. მაგრამ, როდესაც ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა" - ნათქვამია განცხადებაში. 

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავებდა.

ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^