ბათუმში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით ქალი გარდაიცვალა. როგორც „ლიბერალს“ ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტმა მეოთხე დღეს მიმართა ექიმს, რაც დაგვიანებული აღმოჩნდა. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
„ჩვენი ეპიდემიოლოგები ახლახან დაბრუნდნენ ადგილიდან, შევისავწლეთ მდგომარეობა, რადგან გამოკვლევის გარეშე ვერაფერს ვიტყვით, ამის შესახებ 3 საათზე ბრიფინგი გაიმართება და სრულ ინფორმაციას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაა ბათუმში გრიპთან მიმართებით“, - განაცხადა ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ია ჩხაიძემ.