Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად ჩინჩალაძის კანდიდატურას უყრის კენჭს

24 დეკემბერი, 2018 15:03

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებსაც საბჭო პარლამენტში წარსადგენად უყრის კენჭს. 

საბჭომ პროცედურების შემუშავების გარეშე შემდეგი კანდიდატურები დაასახელა: 

თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაზე, გიორგი ტყავაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე. 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. კანონმდებლობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეტა რაოდენობა 28 წევრით განისაზღვრა. ამჯამად 18 თანამდებობა ვაკანტურია. 

იუსტიციის საბჭოს 17 დეკემბრის სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილმა წარადგინა პროექტი, რომელიც კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, აღნიშნული ჯგუფი პროცესზე დაკვირვების შედეგად კანდიდატების შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას მოამზადებს. საბჭოს წევრებმა კენჭი არ უყარეს არც საკითხის მიღებას და არც მის გადადებას.  

ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე? ნახეთ, სტუდია „მონიტორის" საგამოძიებო ფილმი: „ჩინჩალაძის კლანი". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^