კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობის მე-11 დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამის შესახებ IPN გამსახურდიას მეგობრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
კონსტანტინე გამსახურდია ძმასთან ერთად უკვე მე-11 დღეა პროკურატურასთან შიმშილობს. ისინი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე ხანდაზმულობის ვადის გახანრძლივებას მოითხოვენ. 31 დეკემბერს საქმის გამოძიების 25-წლიანი ვადა იწურება.
IPN-ის ცნობით, გამსახურდიას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, რის შემდეგაც მისი გადაყვანა გახდა საჭირო. მას ამჟამად გამოკვლევები უტარდება.
პარლამენტმა ვადის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა გამსახურდიები სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც მოითხოვენ.