Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვიციანი კანონპროექტით ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვას მოითხოვს

25 დეკემბერი, 2018 12:04

„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვის შესახებ პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონპროექტს წარადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ზვიად ტომარაძეა.

კანონპროექტის მიღების მიზეზად კვიციანი საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული ჩადრით, ნიქაბით და ბურკით ტურისტების სიარულს ასახელებს.

განმარტებითი ბარათში დეპუტატი მიუთითებს, აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით.

„ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა. პირველ შემთხვევაზე 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაზე 1500 ლარი.

კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 169-ე პრიმა მუხლის დამატებას - „საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული“; პროექტში აღნიშნულია, რომ სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული - დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^