Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შესრულდა თუ არა ხორავას საქმეზე მიღებული რეკომენდაციები - კაპანაძე მოითხოვს, შსს-მ 10 დღეში ანგარიში წარმოადგინოს

25 დეკემბერი, 2018 12:15

დღეს იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველო“ წარადგენს დადგენილების პროექტს, რომელიც ხორავას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციებს შესრულებას ეხება.

როგორც დადგენილებაში წერია, დადგენილებაში კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაციები 5 მიმართულებით:

(1) პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი ქმედებები;

(2) საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო;

(3) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა;

(4) სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები;

(5) საკანონმდებლო ცვლილებები;

„ევროპული საქართველოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

„ მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განზრახ ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით); 

 გამოძიების დაწყება მირზა სუბელიანის ქმედებებზე;  

მთავარი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების, მათ შორის, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის, საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის და შსს-ს გამომძიებლის ირაკლი ფიფიას მიერ ჩადენილ დარღვევებზე. კომისიის დასკვნაში იდენტიფიცირებულია 11 მოქმედი, ან ყოფილი თანამდებობის პირი, რომელთა ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები“, - წერია დადგენილებაში.

დადგენილების პროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ შეასრულოს ამ დადგენილების მე-4 პუნქტში ნახსენები რეკომენდაციები და 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ  მათი შესრულების ანგარიში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^