Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ტომარაძე და ენმ უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრებას მოითხოვენ

25 დეკემბერი, 2018 12:35

უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრების მიზნით პარლამენტში 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით, საკანონმდებლო ცვლილებებია ინიცირებული.

„უცხოელთა და მოქალაქეთა არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების ავტორი და მომხსენებელია ზვიად ტომარაძე. იგი პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე დღეს წარდგება.

კანონპროექტის მიღების მიზანია უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრება, 35 000 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მინიჭების აკრძალვა. რაც კანონპროექტის ავტორის აზრით, დიდი საფრთხის შემცველია ეთნოკულტურული ბალანსისა და უსაფრთხოების კუთხით.

ცვლილებების ავტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი გახდა საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი გარემო აზიისა და აფრიკის მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სურთ ბინადრობის მიღება და საქართველოს ტერიტორიაზე ემიგრაცია.

„არსებული კანონმდებლობით 35 000 დოლარის სანაცვლოდ უცხოელი მიგრანტები მარტივად იღებენ ბინადრობს უფლებას.

საქართველოს უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობისა და მიგრაციის მასშტაბების გათვალისწინებით, ბინადრობის გაცემის არსებული მიდგომა აუცილებლად შეცვლის ეთნოკულტურულ ბალანსს აბორიგენი მოსახლეობის საზიანოდ. 

გარდა ამისა, ეს ყოველივე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. ინვესტიციის შემთვევაში ასევე გაუმართლებელია მუდმივი ბინადრობის გაცემა. 300 000 ლარი  კი არის მცირე თანხა და აუცილებლად უნდა გაიზარდოს არანაკლებ 500 000 დოლარის ეკვივალენტამდე ლარში. გარდა ამისა განხორციელებული ინვესტიციის შემთხვევაში უნდა მოხდეს არანაკლებ 50 საქართველოს მოქალაქის დასაქმება“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კალაძე: უნდა გამოსწორდეს ხარვეზი რომლითაც უცხოელები საქართველოში ბინადრობის მოწმობას იღებენ

ანალოგიურ თემაზე კანონპროექტს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ასევე დღეს წარადგენს წარადგენს. 

„უცხოელთა და მოქალაქეთა არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა". 

„ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას.

ინიციატივა მიზნად ისახავს, გააუქმოს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტი, რაც ცვლილების ავტორების აზრით, თავის მხრივ მოახდენს არასასურველი მიგრაციის პრევენციას.

„დღეისათვის იგი გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიებზე აქვთ უძრავი ქონება (გარდა სასოფლო სამეურნეო მიწისა), რომლის ღირებულებაც აღემატება 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ასევე კანონპროექტი მიზნად ისახავს, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის გამკაცრებას.

კერძოდ, საინვესტიციო ვიზა უნდა იძლეოდეს არა მუდმივი ცხოვრების მიღების შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ 5 წლამდე დროებითი ცხოვრების შესაძლებლობას. ამასთანავე საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს 5 წლამდე ვადით და მხოლოდ ორ შემთხვევაში:

1.  თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტი ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიციას.

2. თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს. ამასთანავე, ინიციატივის მიზანია, გაამკაცროს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. მხოლოდ 6 წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრება არ უნდა იყოს მუდმივი ცხოვრების ნებართვის საკმარისი პირობა“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^