ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში, კომიტეტს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აცნობს. მინისტრმა საქართველოში უმუშევრობის პრობლემის შესახებ საუბრისას ყურადღება სამუშაო ძალის გარეთ მყოფ ადამიანებზე შეაჩერა. ასეთად იგი დიასახლისებს მოიაზრებს.
„3.7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, ვისაც მუშაობა შეუძლიათ, არის მიახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი - ჩვენ ვხედავთ, რომ არის 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი, აგრეთვე ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი, რომლებსაც ჰქვია „სამუშაო ძალის გარეთ“ [მყოფი]. ყველაზე ტიპური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ „ჩვენ მუშაობა არ გვინდა“. აქ არის სხვადასხვა კატეგორია ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, აგრეთვე ჩვენი ამოცანაა", - აცხადებს გიორგი ქობულია.