Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იანვრიდან ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულებისთვის მედიკამენტებზე ფასები განახევრდება - სერგეენკო

25 დეკემბერი, 2018 15:21

იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება მათთვის ყველაზე დიდ გამოწვევად და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად. საკუთრივ ფარმაცევტული ბაზარი ძალიან დიდია, ნახევარ მილიარდზე მეტია და ამ მედიკამენტების ყველაზე მეტი მომხმარებლები არიან ასაკოვანი ადამიანები, რადგანაც ქრონიკულ დაავადებებს ასე ახასიათებს. რა შეუძლია სახელმწიფოს, გააკეთოს. ერთია, რომ გაზარდოს ბიუჯეტი და შეუმციროს ამ ადამიანებს წამლები. ნახევარი მილიარდის დამატების ბიუჯეტი უბრალოდ არ გვაქვს და მეორე – თუკი ადამიანები აფთიაქში მისვლისას, დავუშვათ წელიწადში ჯამურად 400 მილიონს ხარჯავენ, სახელმწიფოს თავისი ინტერვენციით, უფრო ხარჯეფექტური შესყიდვით, მწარმოებელთან მოლაპარაკებით და ადგილობრივი მწარმოებლის ხელშეწყობით, შეუძლია, ეს ხარჯი რეალურად მეოთხედამდე ჩამოიყვანოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  ცნობით. 

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ის ვრცელდებოდა ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირზე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000-ია. მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა, ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ. 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონრებსაც შეუძლიათ. პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი). 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^