„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, პარლამენტარ ემზარ კვიციანის თქმით, რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახში, მით უფრო მეტი ოჯახი ინგრევა. მისი თქმით, ადრე ნორმალურად ცხოვრობდნენ და არ იყო ოჯახური ძალადობა ასეთი სიხშირით.
„რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახებში, უფრო მეტი ოჯახი რომ ინგრევა, ვერ ვხედავთ? ხელს უწყობს ადამიანს ოჯახის დანგრევაში. რომელი ოჯახი არის ისეთი, კამათი რომ არაა? თუ მიხვედი იუსტიციის სახლში გაბრაზებულზე და დაწერე განცხადება, 5 დღეში ჩაგახუტებენ განქორწინებას. ადრე არ იყო ასე, ნორმალურად ვცხოვრობდით და არ იყო ასე გამრავლებული ოჯახური ძალადობა“, - თქვა კვიციანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, ვინც „რუსთავი 2-სა“ და „ნანუკას შოუს“ უყურებს 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული.
„რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს, რომ... ვინც კი „რუსთავი 2-ს“ უყურებს და „ნანუკას შოუს“, 90%-ს იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, არა?
ახლა უბრალოდ წამოიჭრა ეს საკითხი და ხშირად არის ხაზგასმა იმაზე, რომ აი, ქალებზე ძალადობაზე ლაპარაკი. და კაცებზე არ ძალადობენ ქალები? ხო არის ესეც? ხომ დასჯადია ისიც და ისიც? აბა, რას ვუმატებთ კიდევ“, - თქვა კვიციანმა.