Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საკუთარი ანაზღაურების გაზრდას მხარი დაუჭირა

25 დეკემბერი, 2018 19:48

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა საკუთარი ჰორორარის გაზრდას მხარი დაუჭირეს - ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

1TV-ის ინფორმაციით, ჰონორარებისთვის განსაზღვრული თანხიდან, წლის ბოლოსთვის დარჩენილი 27 263 ლარი რვა მეურვეზე ერთჯერადად გადანაწილდება, რაც თითოეულზე 3 407 ლარს შეადგენს, ამავდროულად მათ ერთხმად დაამტკიცეს მომავალი წლიდან ყოველთვიური ჰონორარების გაზრდის საკითხიც.

„მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წელს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ჰონორარი 6 500 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის – 4 800 ლარი, სამეურვეო საბჭოს წევრის – 4 200 ლარი" - წერს „საზოგადოებრივი მაუწყებელი".

გადაწყვეტილებას საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე გამოეხმაურა. მის განცხადებას მაუწყებლის ბიუჯეტი როდესაც იზრდება, მექანიკურად იზრდება სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტიც და მათ შორის ჰონორარებიც. 

კაკაბაძე წერს, რომ 2018 წლის საბჭოს ბიუჯეტში საჰონორარო ნაწილში მორჩენილი იყო თანხის ნაწილი რომელიც არ გაიცა, რადგან საბჭო თვეების განმავლობაში არასრული შემადგენლობით მუშაობდა.

„როგორც ჩვენმა ფინანსურმა კონსულტანტმა აგვიხსნა, ამ თანხის სხვა მიზნით დახარჯვა კანონს ეწინააღმდეგება და აუდიტის დასკვნაში ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს დარღვევაზე მითითება" - წერს კაკაბაძე.

მისი თქმით, სხდომაზე იგი გამოვიდა ინიციატივით, მთლიანად საბჭო გადავიდეს ჰონორარულ ანაზღაურებაზე და ყველა სხდომის გაცდენის შემთხვევაში დაექვითოს თანხა. მისივე განმარტებით, ანაზღაურება უნდა მოხდეს დასწრების მიხედვით. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^