Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

927 მილიონი ლარი - საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

25 დეკემბერი, 2018 20:49

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა.  რომელიც 927 მლნ ლარს შეადგენს. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძს თქმით, 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით ეს 66 მლნ ლარით მეტია. 

„2019 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც თბილისის ბიუჯეტი გაცდება 1 მილიარდს" - თქვა ხმალაძემ და აღნიშნა, რომ 927 მილიონიდან საშემოსავლო ნაწილი შეადგენს 900 მილიონ ლარს.

მისი თქმით, აქედან საგადასახადო ნაწილი დაახლოებით 658 მილიონი ლარია; გრანტების ნაწილი - 51 მილიონი, ხოლო სხვა შემოსავლები შეადგენს 190 მილიონ ლარს, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

„საშემოსავლო ნაწილში გადასახადები ეს არის დღგ და ქონების გადასახადი. ქონების გადასახადი წლევანდელთან შედარებით 2019 წელს დაგეგმილია 25 მილიონი ლარით მეტი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის კომპონენტში დაფინანსება გვაქვს 473 მილიონი ლარის ოდენობით. კარგად მოგეხსენებათ , რომ  ამ კომპონენტმა ჩაანაცვლა გათანაბრებითი ტრანსფერი. ასევე, 51 მილიონი ლარიდან 50 მილიონი ლარი სახელმწიფოსგან წამოსული სპეციალური ტრანსფერია.

რამდენიმე მიმართულებით საშემოსავლო ნაწილში გვაქვს ზრდა, ეს არის საქონლის და მომსახურების რეალიზაცია, რომელიც 16 მილიონით გაზრდილი ოდენობით არის დაგეგმილი , ასევე, არის ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები, რომელიც 15 მილიონი ლარით მეტი არის დაგეგმილი“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით,  2018 წელს დაგეგმილი საპრივატიზაციო ნაწილი იყო 50 მილიონი ლარი, ხოლო 2019 წელს პრივატიზაციიდან 26 მილიონი ლარის მიღება იგეგმება.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ეს ციფრი უშუალოდ იმ აქტივების პრივატიზაციის პოტენციალით არის გამოყვანილი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება 2019 წლის განმავლობაში განხორციელდეს.

როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, 927 მილიონიდან, დაახლოებით 328 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით. მისივე თქმით, ეს მონაცემი დაახლოებით 21-22 მილიონი ლარით მეტია 2018 წლის ხარჯებთან შედარებით.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 2018 წელს გვქონდა დამტკიცებული პირველადი ნაწილი 338 მილიონი , რომელიც წლის განმავლობაში 44 მილიონი ლარით გაიზარდა , ხოლო 2019 წელს ჩვენ ვამტკიცებთ 357 მილიონს , რომელი წლის განმავლობაში გაიზრდება პლუს 75 მილიონი ლარით. ამ ჭრილში მე მინდა გითხრათ, რომ 2019 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც თბილისის ბიუჯეტი გაცდება 1 მილიარდ ლარს. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ საკრებულო პირველად ამტკიცებს თბილისის ბიუჯეტს, რომელიც 927 მილიონი ლარის ოდენობით არის წარმოდგენილი. ასეთი მაღალი მაჩვენებელი თბილისის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, არ ჰქონია და ეს ყველაფერი მაძლევს იმის საბაბს, გითხრათ და დაგარწმუნოთ იმაში, რომ 2019 წელი კიდევ უფრო სასიკეთო, ეფექტური და შედეგიანი იქნება ქალაქისთვის, ვიდრე იყო 2018 წელი“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

მისი თქმით, 51 მლნ ლარით იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება.

„51 მილიონი ლარი ანუ ეს სხვაობა შეადგენს როგორც კაპიტალურ, ასევე მიმდინარე ხარჯების ნაწილს და მოიცავს იმ საოპერაციო ხარჯებს, რომელიც ბაღებს იმთავითვე გააჩნდათ და ვერ ხდებოდა ამის ბიუჯეტში ასახვა. ასევე, 2019 წელს განხორციელდება 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამისათვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი, ხოლო 20 მილიონი ლარი გათვალისწინებული ბაღების ავარიული შენობების ჩანაცვლების, გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, იზრდება  ძუძუს კიბოს პრევენციისა და მართვის მიმართულების დაფინანსება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიან ოჯახთა დაფინანსება, დანგრეული სახლების სოციალურად დაუცველ მცხოვრებთა კომპენსაციისა და უფასო სასადილოების მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსება.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს გეგმავს ხიდების და გვირაბების მოწყობა-რეაბილიტაციას, რისთვისაც გათვალისწინებულია 23 მილიონ ლარამდე, მათ შორის არის მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის სამუშაოები, რაც დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაჯდება. უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის  დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობას, რაც დაახლოებით 8,3 მილიონი ლარი დაჯდება; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციას, სასტუმრო „რედისონთან“ არსებული გვირაბის, მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციას, რომელიც 4 მილიონ ლარამდე დაჯდება, ასევე, სანიაღვრე და წყალარინების ქსელების მოწყობა-რეკონსტრუქციას, სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობას, რაც ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა. კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას, ასევე, ორბელიანის მოედნის,  მშრალი ხიდისა და გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას.

2019 წელს, ასევე, დაიწყება 2 ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, განხორციელდება საბურთალოზე და ვაკის პარკში არსებული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია. 

გარდა ამისა, დაფინანსდება ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; გლდანის რაიონში ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები; მაჭავარიანის და გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომლისთვისაც 18 მილიონი იქნება გათვალისწინებული; დაიწყება კიდევ ერთი ისტორიული არეალის - ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაიწყება გორგასლის ქუჩის  რეაბილიტაცია და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც 8  მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^