Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პეტიცია პარლამენტს: უარი თქვით უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატების არჩევაზე

26 დეკემბერი, 2018 11:54

„მოგმართავთ, გამოიჩინოთ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უარი თქვათ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატების არჩევაზე", - სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი საზოგადოების წევრების პეტიცია ვრცელდება.

„24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარუდგინა. მართლმსაჯულების სისტემისთვის ეს გადამწყვეტი ეტაპია და ამ პროცესში პარლამენტის წევრების მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა, შეიძლება გამოუსწორებელი აღმოჩნდეს სასამართლოსთვის, რომელიც სახელმწიფოში სამართლიანობის, თანასწორობის და თავისუფლების დაცვის გარანტიაა.

საზოგადოებას ცხადად ახსოვს, წლების განმავლობაში, პოლიტიზებული, ძალაუფლებრივი ჯგუფების კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლოს არსებობა. ქვეყანა უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებს დღემდე იმკის.

წარმოუდგენელია, რომ დღესაც კი, უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, უვადოდ დანიშვნის სურვილი იმ მოსამართლეებს აქვთ, რომლებიც სწორედ ასეთი სისტემის ჩამოყალიბების და შენარჩუნების საფუძვლებს ქმნიდნენ. მოსამართლეები, რომლებიც სამართლიანობის იდეის, ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი არათუ რჩება სასამართლო სისტემაში, არამედ ახერხებს საკუთარი გავლენებით, განსაზღვროს სასამართლოს მომავალი. მათ მოახერხეს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და მორგება ახალ პოლიტიკურ რეალობასთან.

მოსამართლეთა ამ ჯგუფის ამბიცია და გავლენები, სწორედ მოქმედი პოლიტიკური ელიტის და თანამდებობის პირების მხარდაჭერით და წახალისებით არსებობს. დღეს, როდესაც მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფმა კონსტიტუციისა და კანონების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მორგება გადაწყვიტა, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ამის შესაძლებლობა სწორედ პარლამენტის უმოქმედობამ მისცა. პარლამენტმა, რომელმაც კანონით არ შეზღუდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობა, იზიარებს პასუხისმგებლობას შემქნილ ვითარებაზე.

იმედი გვაქვს აცნობიერებთ, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი  სასამართლოს გარეშე ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, შეუძლებელი იქნება. ჩვენი საზოგადოება ელის და იმსახურებს სასამართლოს ძირეულ რეფორმას და არ დაუშვებს, რომ კრიტიკულ მომენტში, გავლენიანმა ჯგუფებმა სასამართლოს დამორჩილება შეუქცევადი გახადონ.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ პარლამენტის წევრებს, იმოქმედოთ კონსტიტუციის, ამ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. თქვენს პოზიციას შეუძლია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეას მისცეს კიდევ ერთი შანსი, ან დაასრულოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ოცნება.   

მოგმართავთ, გამოიჩინოთ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უარი თქვათ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატების არჩევაზე", - ვკითხულობთ პეტიციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^