Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სემეკი მსჯელობს გაზის ახალ ტარიფზე, რომელიც 1 იანვრიდან შევა ძალაში

26 დეკემბერი, 2018 12:39

დღეს, 26 დეკემბერს სემეკი მსჯელობს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის შესახებ. 

გაზის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ „ლეიბორისტები" სემეკთან აქციას მართავენ

სემეკის განცხადებით, ზემოაღნიშნულ კომპანიებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის. 

„კომისიის სხდომაზე გაჟღერდება კომისიის აპარატის მოსაზრებები, კომპანიები გამოხატავენ საკუთარ პოზიციებს, რომელიც, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს კომისიის აპარატის პოზიციას და კომისიამ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ მსჯელობის შემდეგ. შეიცვლება თუ არა საერთოდ სამომხმარებლო ტარიფი, ან როგორ შეიცვლება ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოლიდებულია კომისიის გადაწყვეტილებაზე. ტარიფი ძალაში აუცილებლად შევა 1 იანვრიდან, რადგან მოქმედი ტარიფის ვადა იწურება მიმდინარე წლის ბოლოს“, - აცხადებს სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^