Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ აკრიტიკებენ სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის" დაბრუნების ინიციატივას

26 დეკემბერი, 2018 17:31

გუშინ განათლების კომიტეტმა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც „დედაენა“ კანონის დონეზე ხდება ხელშეუხებელი“ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, განათლების სამინისტრო ქმნის ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ამ სახელმძღვანელოს გრიფირება კი ხდება სპეციალური წესით.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ექსპერტთა კომისიაში წევრები წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშაოს წიგნი.

განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ინიციატივა ზედაპირულია და არამეცნიერულ მიდგომებზეა დაფუძნებული.

მისივე თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს სახელმძღვანელოს მოსამზადებლად განსაზღვრული ვადები, კანონის პროექტის მიხედვით, კანონის მიღებიდან ორ თვეში სამინისტრომ უნდა დააკომპლექტოს ექსპერტთა კომისია და 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოს გრიფირებაზე.

„გამოდის, რომ 3 თვეში ადამიანებმა უნდა დაწერონ სახელმძღვანელო. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისადმი დამოკიდებულება და ასე უნდათ სახელმძღვანელოს შექმნა? ეს არის გაუაზრებელი და არამეცნიერული მიდგომა.

ეს პრინციპები, რომლებსაც გოგებაშვილი იყენებდა, საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამ პრინციპების ერთობლიობამ შექმნა იმ დროისთვის კარგი საშუალება წიგნიერების დონის ასამაღლებლად. გოგებაშვილი იმ დროისთვის თანამედროვე გამოცდილებას და მეთოდოლოგიას იყენებდა. ის ადამიანი მე-19 ბოლოს და მე 20 დასაწყისში იყო რეფორმატორი და რეფორმატორი ადამიანები ნიშნავს იმას, რომ იმ დროში იმ რეფორმის ადეკვატური ხარ. 

ახლა რომ ყოფილიყო გოგებაშვილი, ის გამოიყენებდა არსებულ ინტერესებს ბავშვებში, არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და ინიციატივებს, კრიტიკულ შეფასებებსაც გაითვალისწინებდა. ეს ინიციატივა ამ სამივე პრინციპს უგულვებელყოფს.

ეს ზღუდავს ყველა დანარჩენ ავტორს, რომ ახალი სახელმძღვანელო შეიქმნას. ჩვენ ვეღარ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც კარგ სახელმძღვანელოებს დაწერენ“, - ამბობს რეზო აფხაზავა.

მისივე თქმით, ის, რომ სახელმძღვანელო კანონპროექტში წარმოდგენილ ვადებში უნდა შემუშავდეს ზედაპირულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.  

„სამინისტროს ცენტრალიზებულად ევალება კომისიის შექმნა. ეს კომისია იმუშავებს, დადებს 3 თვეში სახელმძღვანელოს, რომელიც დაეყრდნობა სინთეზურ-ანალიზურ მეთოდს. საგულისხმოა, რომ ეს მეთოდი გოგებაშვილის გამოგონილი არ არის და ის ამის შესახებ წერდა.

ჩვენ გვინდა, რომ მე-19 საუკუნის სახელმძღვანელო სამ თვეში ისე გადავამუშავოთ, რომ თანამედროვე ციფრულ სამყაროში გაჩენილი ადამიანებისთვის აქტუალური იყოს. 3 თვეში ეს შეუძლებელია.

ძალიან კარგი ინიციატივაც რომ იყოს, მისი განხორციელების ვადები ისეთი აბსურდულია, ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ამ ვადებში ნორმალური სახელმძღვანელოს შემუშავება შეუძლებელი იქნება.

ჩემ გარშემო ვინც ძლიერი ფილოლოგია, პედაგოგიკის მცოდნე, ეს ადამიანები დიდი სიფრთხილით უყურებენ ამ საკითხის და ხელაღებით არავინ არის მომხრე.

ძალიან კარგი იქნება თუ გოგებაშვილს და მის ხსოვნას უფრო სერიოზული დამოკიდებულებით მიაგებენ პატივს და არა იმით, რომ ელექტორალური მიზნებისთვის საპამპულაო გახდეს, რაც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში“, - ამბობს რეზო აფხაზავა.

ის განათლების კომიტეტის და ინიციატივის ავტორებს მოუწოდებს კონსულტაციაში ჩართოს ექსპერტების ფართო წრე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^