იუსტიციის საბჭოში ხვალ ლევან მურუსიძესთან და 6 სხვა მოსამართლესთან გასაუბრება გაიმართება.
გასაუბრება უვადოდ გამწესებას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ მისი უვადოდ განწესების საკითხი დღის წესრიგში ერთი წლის წინაც იდგა, მაშინ ამის საწინააღმდეგოდ საბჭოსთან საპროტესტო აქციებიც მიმდინარეობდა.
„ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე ეს ე.წ. ტროიკა იყო შეკვეთების შემსრულებელი სასამართლო სისტემაში. ასრულებდნენ ყველას შეკვეთას. ესენი აგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლების სამსახურს. უკვე იმდენად გათავხედდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც შეეხნენ და საზოგადოებასაც დაუპირისპირდნენ. მურუსიძე ამ ხელისუფლების დასაყდრენია და ხელისუფლება ცდილობს, სასამართლო კორპუსის ხელში დაჭერას მურუსიძის გამოყენებით”, - აცხადებადა აქციის დროს ადვოკატთა ასოციაციის მაშინდელი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.