
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე შეკითხვაზე იყრის თუ არა კენჭს მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად „ლიბერალთან“ ამბობს, რომ არაფერს არ გამორიცხავს იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნითაც იუსტიციის საბჭოში იმყოფება.
შუალედური არჩევნების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ოლქის დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წელს, აპრილში ჩატარდება.