ამ წუთებში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის გახსნამდე წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ ჟურნალისტების შეკითხვას - უნდა მიიღოს თუ არა უკრაინამ ავტოკეფალია? ასე უპასუხა: „ალბათ ეკუთვნის".
მიტროპოლიტი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე წმინდა სინოდში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზსაც განმარტავს: „ჩვენი მდგომარეობა რთულია საქართველოსი, ჩვენ მეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს".