მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ უკრაინის ეკლესიის საკითხზე ისაუბრა ჟურნალისტებთან.
„მიმაჩნია, რომ პროცესები, რაც განვითარდა, ნამდვილად უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად მართლმადიდებელი სამყაროსთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. ძალიან გასახარია და ღვთის წყალობაა, რომ ამჟამად და ამიერიდან უკვე უკრაინაში ე.წ. რასკოლნიკური, ანუ განხეთქილების არაღიარებული ეკლესია არ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ამ საკითხს დღეს თუ ხვალ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი და სიმართლის მხარეს დადგეს. წმინდა სინოდი ღვთის სათნო გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მხილებული უნდა იყონ ის ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირები, რომლებმაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს.
„უნდა იმხილოს უპასუხისმგებლობა, ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და ვფიქრობ, უნდა იმხილოს ეს უსჯულოება და ბოროტება, უნდა დაიგმოს ცინაიდის საქმესთან დაკავშირებით ვინც ეს ჩაიდინა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ