იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე“, - აცხადებს ეკა ბესელია.
თავად ბესელიამ გადადგომის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.