მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ „ციანიდის საქმეზე“ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია. [პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა]
„სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განილვისგან და ძალიან გულდასაწყვეტია. ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მიტოპოლიტმა უკრაინის ეკლესიაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ ეს საკითხი შემდეგ სინოდის სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება.
„დაველოდებით ტომოსის გამოქვეყნებას და შემდეგ სინოდზე გამოვიტანთ გადაწყვეტილებას. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნებს. იყო, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა,“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.