Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესელია კილაძეს: თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცა ეს ქვეყანა

27 დეკემბერი, 2018 15:59

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართა, რომ ახლა უკვე ესმის, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან „კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით“. 

რაზეც უკვე გადამდგარმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ უხარია თუ კილაძეს და სამადაშვილს საერთო პოზიცია აქვთ. 

„ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადამიანის მოსაზრება, ადამიანის უფლებების კომიტეტში ასე არის, რომ თითოეულ ადამიანს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალებამ“, - განაცხადა სოფო კილაძემ ეკა ბესელიამ კი უპასუხა: 

„ახლა თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა“, - უთხრა ბესელიამ კილაძეს. 

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

სოფო კილაძის თქმით, ხდება ხალხის შეცდომაში შეყვანა, რადგან მოსამართლეების თემაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. 

„მგონია, რომ ხდება ხალხის შეცდომაში შეყვანა. მოსამართლეების თემას რაც შეეხება, ჩვენ არ გვიმსჯელია გუნდში, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჩვენ ეს საკითხები არ განგვიხილია. რატომ ხდება იმის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ჩვენ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას თითქოს ვაპარებთ საზოგადოებას?  ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ყოველშემთხვევაში მე არ დავსწრებივარ უმრავლესობის იმ სხდომას, სადაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,-განაცხადა კილაძემ. 

მისი თქმით, გაიგებარია, თუ რატომ ხდება ბესელიას თანამდებობის დატოვების დაკავშირება მოსამართლეების თემასთან. კილაძე აღნიშნავს, რომ ბესელიას თანამდებობის დატოვების შესახებ ჟურნალისტები კილაძეს კითხვებს 3 თვის წინ უსვამდნენ. 

„ ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების თემაზე ჯერ კიდევ მისვამდნენ კითხვებს 3 თვის წინ და შეგიძლიათ დასერჩოთ გუგლში.  რატომ ხდება ამ თემის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარი კი არა, გასაგები თემაა, რადგან ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას“,-თქვა სოფო კილაძემ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^