
"მაშინ იყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და მოქმედებდა შეკრებითობის პრინციპი" - ამბობს ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოსთან გასაუბრებაზე.
გასაუბრება ამ წუთებში მიმდინარეობს, უმაღლესმა საბჭომ მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე უნდა იმსჯელოს.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მურუსიძეს ჰკითხა, როგორია მისი შეფასება 2004-2012 წლების სასამართლოს მდგომარეობის თაობაზე.
მურუსიძის თქმით, მიიღებოდა კანონიერი, თუმცა უსამართლო გადაწყვეტილებები.
"იყო მრიცხველის 94-ჯერ გაქურდვის ფაქტი, ასევე პარალელურად, მკვლელობა, მკვლელობაზე უნდა მიგვესაჯა 7 წელი, რადგან ერთი მკვლელობა იყო, ხოლო მრიცხველებზე დაუთვალეს და 14 წელი გამოდიოდა, ცხადია ეს იყო კანონიერი, მაგრამ უსამართლო", - ამბობს ლევან მურუსიძე.