„მეტროს ისტორიული გამარჯვება!" - სოლიდარობის ქსელის ინფორმაციით, 1 იანვირდან მეტროს მემანქანეებს ხელფასი 30%-ით გაეზრდებათ, დანარჩენ თანამშრომლებს 15%-ით.
„მიუხედავად დიდი ზეწოლის, ხანგრძლივი, გამჭვირვალე, სამართლიანი და ღირსეული ბრძოლის შემდეგად, ჩვენმა მეგობარმა და დამოუკიდბელმა პროფკავშირმა „ერთობა 2013-მა” მოახერხა საქართველოს უახლეს ისტორიაში ხელფასების ყველაზე დიდი ზრდა მიიეღო. ესაა დემოკრატიული პროფკავშირული სტუქტურისა და ყოველგვარ საიდუმლო გარიგებებზე უარის თქმის დამსახურება. ჩვენი კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!", - წერს სოლიდარობის ქსელი.
თბილისის მეტროს მემანქანეებმა ივნისში გაფიცვა მხოლოდ, მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მათ 1 იანვრიდან ხელფასის გაზრდის დაპირება მიიღეს.