დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, აქტივისტიმა ანა სუბელიანმა იუსტიციის სამინისტროსთან თითქმის 5 წლის წინ დაწყებული დავა დაასრულა.
„იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მორიგება შემომთავაზა. მქონდა ორი გზა, დავთანხმებულიყავი იმაზე ნაკლების მიღებას, ვიდრე მეკუთვნოდა, მაგრამ დამესრულებინა ჩემი ცხოვრების უდიდესი ეტაპი, ხუთწლიანი ბრძოლა, რომელიც სამგზის მოვიგე, ჩემი სიმართლე დავამტკიცე, სისტემა ვამხილე, ბევრს იმედი გავუჩინე, წულუკიანის იმიჯსაც მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე... თუ გამეგრძელებინა ბრძოლა სტრასბურგში, კიდევ რამდენიმე წლით, მომეგო საქმე, მიმეღო ვინ იცის, სამმაგი თანხა... მე ჩემი ვთქვი. ახლა სხვა რამეები მაქვს სათქმელ-საკეთებელი. საქმე დავხურე. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე და ჩემი შეუპოვრობა გამოვიგლოვე კიდეც ", - წერს ანა სუბელიანი Facebook-ზე.
როგორც სუბელიანი აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს მასთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა. „აქედან ოცი პროცენტი ბიუჯეტში დავაბრუნე. მომივიდა მესიჯი 59 400 ლარის ჩარიცხვის შესახებ. ამ ანხის დაახლოებით მეხუთედი მცირედ სამართლიანობებს, მადლიერებას თუ მხარდაჭერას მოვახმარე. დანარჩენით გავისტუმრე ვალები, შევიძინე მიწა ნაფეტვრებში და თანხის ნაწილი ცოტა რო წაუჭკვიანურებს, ისე დავაბანდე, რომ რაღაც დრო უმუშევრობის, იაფი მოგზაურობის და სულიერი სიმშვიდის მოპოვების ფუფუნება მქონდეს. დავიმსახურეაქვე - სრული მხარდაჭერა ჩემგან თამაზს, ზუსტად ვიცი, ბოლომდე იბრძოლებს, გაიმარჯვებს და ეს მაინც ჩვენი, ორივეს გამარჯვება იქნება!", - აღნიშNავს სუბელიანი.
----------------
საზოგადოებისათვის ცნობილია, სუბელიანი და ახობაძე სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გათავისუფლდნენ. ისინი თავიდანვე მიუთითებდნენ, რომ გათავისუფლება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ჩარევით, უკანონოდ და დაუსაბუთებლად განხორციელდა, ხოლო გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა. თითქმის ოთხი წლის განმავლობაში სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე დავა, საბოლოო 2017 წლის 15 სექტემბერს ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სასარგებლოდ დასრულდა და ცენტრს დაევალა მათი კონკრეტულ პოზიციებზე აღდგენა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება.
სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულების გამო, რომელიც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხთან და მათ კომპეტენციასთან; რეორგანიზაციას მოსარჩელეებთან მიმართებით მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში უწყებაში რეორგანიზაციამდე არსებული პოზიციები არათუ გაუქმდა, არამედ საშტატო ერთეულები და ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი უარს ამბობდა მის შესრულებაზე. ცენტრის განმარტებით, თამაზ ახობაძის პოზიციაზე 2017 წლიდან სხვა პირი იყო დასაქმებული, ხოლო ანა სუბელიანის პოზიცია გაუქმებული იყო.