რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც თავმჯდომარი მოადგილის არჩევის საკითხი განიხილებოდა.
წარდგენილი იყო სამი კანდიდატი - გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი.
7 ხმით თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. იგი კომიტეტის თავმჯდომარიას მოვალეობასაც შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამით მან უზენაეს სასამართლოში მიუღებელი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩერა.