ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა იწყება. სხდომას პარტიის თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
პარტიის წევრები არ აკონკრეტებენ რა საკითხები განიხილება დღეს სხდომაზე. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი იქნება ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლის საკითხზე, ასევე, იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე.