„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით სხდომაზე ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლის საკითხიც განიხილება, თუმცა, ამის შესახებ პარტიის წევრები სხდომის დაწყებამდე არ საუბრობდნენ.
სხდომას არ ესწრება ეკა ბესელია. მან Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოსი არ არის და 6 იანვარს დაბრუნდება.
„მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში, 6 ში ვბრუნდები და ყველა ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლე ბა მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს, "- წერს ეკა ბესელია.