მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ცნონ.
„ჩვენი ყველა ძალისხმევა 6 იანვარს განხორციელდება, შობის ღამეს, როდესაც ჩვენ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გადავცემთ უკრაინის ეკლესიას და მათთან ერთად აღვნიშნავთ უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას“, - წერს მსოფლიო პატრიარქი.
მსოფლიო პატრიარქი წერილში მსოფლიოს მართლმადიდებულ ეკლესიებს მოუწოდებს, აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.
„თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ უარვყოთ ჩვენი ძმები, რომლებიც უკრაინაში სასოწარკვეთილ ბრძოლაში არიან, არ გვექნება არანაირი გამართლება განკითხვის დღეს“, - წერს მსოფლიო პატრიარქი.
უკრაინაზე გადაწყვეტილებას მსოფლიო პატრიარქის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მივიღებთ - მიტროპოლიტი
„იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და მერე მიიღებს ეკლესია გადაწყვეტილებას, ახლა თავი შევიკავეთ“, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ სინოდის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა კითხვაზე პასუხად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე.