კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა. ისტორიული ცერემონია დღეს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში შედგა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ხელის მოწერამდე ეკლესიაში უკრაინის ეკლესიის ახლადარჩეულ წინამძღოლ ეპიფანესთან ერთად მოკლე ლოცვა უკრაინულ ენაზე აღევლინა. ცერემონიას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
6 იანვარს, ლიტურგიის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ხელმოწერილი დოკუმენტი მის წინამძღოლს, ეპიფანეს, ოფიციალურად გადაეცემა.