Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავარეპისკოპოსი ზენონი: „ციანიდის საქმე“ ეკლესიისა და ქვეყნისთვის წარმოადგენს შავ ლაქას

05 იანვარი, 2019 19:54

დმანისი-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის ზენონის თქმით, „ციანიდის საქმე“ ეკლესიის წევრებისა და ქვეყნისთვის შავი ლაქაა. მთავარეპისკოპოსი ზენონი წერს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება საზოგადოებაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

„არ ვიცნობ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. არც ის ვიცი, რამდენად დამნაშავეა ან უდანაშაულო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საპყრობილეში მისი ყოფნა, მითუმეტეს „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში.

ჩემი სინდისის ხმით ვაცხადებ: ვფიქრობ, დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას“, - წერს მეუფე ზენონი.

მთავარეპისკოპოსის თქმით, ბევრ ადამიანს „ციანიდის საქმეზე“ უსამართლობისა და უნდობლობის განცდა გაუჩნდა. საზოგადოებაში რადიკალური მოსაზრებები გაჩნდა, რაც ქვეყანას აზიანებს.

„რადგან, ქრისტეა შემრიგებელი მასწავლებელი და მოძღვარი, რომელმაც ღმერთთან შეარიგა ადამიანი, მოგვეთხოვება არ გვიძნელდებოდეს ერთმანეთთან მშვიდობისა და შენდობის ამბორი. ამ გზით მესახება ნაიარევთა ეფექტური კურნება.

თავს ვერ დავაღწევთ იმას, რომ ე. წ „ციანიდის საქმე“ თანამედროვე ეკლესიის წევრთათვის, ქვეყნისთვის წარმოადგენს შავ ლაქას. მრავალს გაუჩნდა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა. ზოგს მის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი „შესაძლო მსხვერპლის“ ვერსია მისთვის არადამჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გარემოებით ზოგიერთისთვის დეკ. გიორგი მამალაძე „სიმართლისათვის დევნილია“ და ზოგიერთისათვის „ცოდვილთა შორის ცოდვილი“, - ნათქვამია მთავარეპისკოპოსის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^