წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმს, ნუკრი ბერიშვილს პაციენტი თავს დაესხა, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - ამის შესახებ ინფორმაციას ამავე საავადმყოფოს ექიმი ნინო პოპიაშვილი ავრცელებს.
პოპიაშვილის თქმით, მის კოლეგას პაციენტი თავს მხოლოდ იმიტომ დაესხა, რომ ამ უკანასკნელმა „თავის ტკივილის გამო ნარკოტიკი მოითხოვა".
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს" უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია ერთი პირი.