Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაგროვებითი პენსიის რეგულაციებს GDI საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

06 იანვარი, 2019 22:29

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის რეგულაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

GDI სადავოდ ხდის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლს, მათ შორის იმ მუხლებს, რომლებიც საპენსიო რეფორმაში გაწევრებას სავადებულოს ხდის.

მოსარჩელე სასამართლოში საკუთრებისა და თანასწორობის მუხლეთან მიმართებაში დავობს.

„მოსარჩელე სადავოდ ხდის სავალდებულო წევრობაზე დამყარებულ დაგროვებით საპენსიო სქემის მოდელს. სადავო ნორმები ავტომატურად რთავს დასაქმებულებს საპენსიო სქემაში, მათ ართმევს შესაძლებლობას ავტონომიურად გააკეთონ არჩევანი სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობა. საპენსიო სქემაში მონაწილე ვალდებულია თავისი ხელფასიდან ყოველთვიური შენატანი განახორციელოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, რომლის განკარგვის უფლება მას მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ექნება“ - წერია საკონსტიტუციო სარჩელში.

GDI-ს სარჩელში მითითებულია, რომ არსებული რეგულაცია სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან განხორციელებულ კონტრიბუციას უკავშირებს საპენსიო ფონდში მონაწილე პირის ყოველთვიურ შემოსავალს და არ ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას და საჭიროებებს პენსიაზე გასვლის მომენტში. „შესაბამისად, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს თანაბრად, თითოეულ მონაწილეს აძლევს მათი ხელფასის 2 ან რიგ შემთხვევაში 1 პროცენტს, რაც საბოლოოდ იწვევს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ერთნაირ მიდგომას".

GDI-ის ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ სარჩელს სასამართლოში 8 იანვარს გაგზავნიან.

დაგროვებითი პენსიის სისტემა მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა.

TI: 10 შენიშვნა საპენსიო რეფორმაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^