საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს მისალოცი წერილით მიმართავს:
„მის უნეტარესობას, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ეპიფანეს
თქვენო უნეტარესობავ,
ჩემი და ჩემი ეკლესიის სახელით სულითა და გულით გილოცავთ უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც დღეს ტომუსის მიღებით დაგვირგვინდა ფანარზე, წმიდა გიორგის
ტაძარში. თქვენთან ერთად ვულოცავ ამ გამარჯვებას, არა მარტო უკრაინელ მართლმადიდებლებს, არამედ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია უკრაინის აწმყო და მომავალი.
ყველასათვის აშკარაა, რომ თქვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა სრულებით ახალ რელიგიურ რეალობას ქმნის არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში და მის მიღმა. გვიხარია, რომ უკრაინელი ხალხის ოცნება ახდა.
როგორც თქვენ ტომუსის მიღებისასაც ახსენეთ წინამორბედების დავიწყება არ შეიძლება. არ შეიძლება ვინმემ დაივიწყოს პატრიარქ ფილარეტის დაუღალავი და შეუპოვარი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. მის ღვაწლს არც უკრაინელი ხალხი დაივიწყებს და არც ქრისტიანობა. როგორც მოსემ უწინამძღოლა ისრაელიანებს ორომოცი წელი, მაგრამ აღთქმულ მიწაზე თავად არ შევიდა. ასევე განზე გადგა მისი უწმიდესობა და გზა მისცა უკრაინის დამოუკიდებლობას.
მინდა თქვენ გისურვოთ მხნეობა, ჯანმრთელობა და გამძლეობა იმ მოვალეობის შესრულებაში, რომელიც თქვენ უფალმა დაგაკისრათ. იმედი მაქვს მალე გინახულებთ. ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ თქვენს სტუმრობას ჩემთან ოქსფორდში. გთხოვთ ყოველთვის იქონიოთ ჩემი და ჩემი მეგობრების თანადგომის იმედი.
პატივისცემით და ძმური სიყვარულით,
+მალხაზ
მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტროპოლიტი
ტალინი, ესტონეთი"