Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს პრობლემაა და პრობლემას დაფიქრება სჭირდება - კობახიძე პატრიარქის ეპისტოლეზე

07 იანვარი, 2019 17:36

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან პატრიარქის ეპისტოლეში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ნაწილი შეაფასა. 

"ეს არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება დაფიქრება თუ როგორ მოგვარდეს ის. რა თქმა უნდა ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია და გაუმართლებელი ფორმით არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისფლების ფარგლებში რა ზომებიც შეიძლება, რომ იყოს მიღებული ჩვენ უნდა ვიფიქროთ. მათ შორის კანონმდებლობის ფარგლებში. უფრო საუბარი შეიძლება იყოს კანონმდებლობაში ცვლილებებზე. არ გამოვრციხავ რომ საგაზაფხულო სესიაზე რამე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. დღეს კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

„არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც" - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. 

„თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა" - ნათქვამია ეპისტოლეში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^