ნიკოლოზ ბასილაშვილი ოფიციალურად გახდა მსოფლიოს მეოცე ჩოგანი. ქართველი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად შევიდა ATP-ის კლასიფიკაციის TOP20-ში.
ბასილაშვილმა გასულ კვირას დოჰას ტურნირზე ორი წრე გაიარა და მეოთხედფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ახლა, ნიკოლოზ ბასილაშვილს რეიტინგში 1820 ქულა აქვს.