Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს მოწვეული მომავალი სინოდის სხდომა - მიტროპოლიტი პეტრე

08 იანვარი, 2019 12:08

6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. 

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის სხდომა დროულად უნდა გაიმართოს, სადაც საქართველოს ეკლესია ღირსეული გადაწყვეტილების მისაღებად იმსჯელებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ეთერში ისაუბრა. 

„სიმართლე იზეიმებს, რამეთუ ღვთის ხელი ურევია ამაში და უკრაინელი ხალხის ნებაში არის ნება ღვთისა, მე ასე ვფიქრობ. ბოლო სინოდის სხდომაზე ლოგიკური პოზიცია ჰქონდა საქართველოს ეკლესიას, ვინაიდან ტომოსი ჯერ არ იყო გადაცემული და გამოქვეყნებული. ახლა, კი ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე იქნეს მოწვეული მომავალი სინოდის სხდომა და საქართველოს ეკლესიამ ღირსეული გადაწყვეტილების დროულად მისაღებად იმსჯელოს, რომელსაც ჩვენ, საბოლოოდ, ვერც ჩვენ დ ვერც მართლმადიდებელი სამყარო ვერ აუვლის გვერდს“, - აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^