Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა

08 იანვარი, 2019 15:38

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის სხდომის გამართვის თარიღი უცნობია და გადაწყვეტილება სხდომის დანიშვნაზე პატრიარქმა უნდა მიიღოს.  ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ "ლიბერალს" განუცხადა. 

6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა.  

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, ცნონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

ტომოსის გადაცემის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. 

მიტროპოლიტმა პეტრემ გუშინ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის სხდომა დროულად უნდა გაიმართოს, სადაც საქართველოს ეკლესია ღირსეული გადაწყვეტილების მისაღებად იმსჯელებს

27 დეკემბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მიიღებს. 

27 დეკემბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფე ზოსიზემ განაცხადა: "საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^