
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან" დოკუმენტაციაა ამოღებული, ბანკში ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ.
„ჯერჯერობით ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ. ვერ გეტყვით ვერაფერს, ახლა გვექნება შეხვედრა", - უთხრეს „ლიბერალს" „თიბისი ბანკში".
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია", - ამის შესახებ „ლიბერალს" უწყებაში განუცხადეს.
პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ დეტალებზე არ საუბრობენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.